დიდიე დეშამი
Aa
Aa

„ხელში ყველა კოზირი აქვს“ - დეშამი თავად გადაწყვეტს დარჩება, თუ არა ნაკრებში

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია და დიდიე დეშამი კონტრაქტის გაგრძელებაზე საუბარს მომავალ კვირას გეგმავენ.

ამის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ განაცხადა.

„მას კონტრაქტის გასაგრძელებლად ხელში ყველა კოზირი აქვს, რადგან იმ მომენტიდან, როცა მსოფლიო ჩემპიონატის ოთხეულში მოვხვდით, გადაწყვეტილების მიღების უპირატესობა მასზე გადავიდა,"

- თქვა ლე გრემ.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ დეშამი მზად არის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დათანხმდეს, მაგრამ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ მას შესთავაზებენ შეთანხმებას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით და არა ევრო 2024-მდე.

„ვფიქრობ, ჩვენ შევთანხმდებით",

- დასძინა ლე გრემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში საფრანგეთის ნაკრებში ზინედინ ზიდანის კანდიდატურა საბოლოოდ გამოირიცხა და „ზიზუ“ შესაძლოა საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას ყურადღებით აკვირდება“ - პსჟ კვარას ყიდვას აპირებს?
„ხვიჩას ყურადღებით აკვირდება“ - პსჟ კვარას ყიდვას აპირებს?