ჰარი მაგუაიერი
Aa
Aa

სირცხვილი თქვენ | მაგუაიერის დედა ჰარის მუნდიალის მიღმა დატოვებაზე

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰარი მაგუაიერი სამუნდიალო განაცხადის მიღმა დატოვა. ამ ფაქტს ფეხბურთელის დედა ზოი მაგუაიერი X-ში გამოეხმაურა.

„ეს გადაწყვეტილება ზიზღს მგვრის“.

„მეტს ვერაფერს გააკეთებდი. თავი მაღლა ასწიე... სირცხვილი თქვენ!“

ტომას ტუხელი მსოფლიო ჩემპიონატისთვის „სამი ლომის“ შემადგენლობას 22 მაისს გამოაცხადებს. მანამდე, ინგლისურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა და დაიწერა ფეხბურთელებზე, რომლებიც განაცხადში ვერ მოხდებიან. ჰარი მაგუაიერის გარდა, „სამი ლომის“ მაისურით ვერც ფილ ფოდენსა და კოულ პალმერს ვიხილავთ. აშშ-ში ვერ გაემგზავრებიან ლუკ შოუ, ლივაი კოლუილი, ფიკაიო ტომორი, ჯეკ გრილიში, ტრევო ჩალობა და ადამ უორტონი.

მეტ ლოუს ინფორმაციით, ინგლისის ნაკრებში ჩელსის ერთადერთი წარმომადგენელი ეყოლება — რის ჯეიმსი. დევიდ ორნშტაინის მიხედვით, განაცხადში იქნებიან ნონი მადუეკე, კობი მაინუ და ტინო ლივრამენტო. ასევე, ნაკრებში ბრუნდება აივან ტოუნი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეკარე რკინის ხასიათითა და ფენომენალური უნარებით - ტალანტი საბა ასანიძე | კონტრ-შეტევა
მეკარე რკინის ხასიათითა და ფენომენალური უნარებით - ტალანტი საბა ასანიძე | კონტრ-შეტევა