გულიაშვილის აღიარება რასინგში - აპრილის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
სანტადერის „რასინგის“ ქართველი ფორვარდი გიორგი გულიაშვილი თავისი გუნდის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გამოკითხვაში გულიაშვილმა ანდრეს მარტინს, მაგეტ გუეიეს, ინიგო ვისენტესა და პეიო კანალესს აჯობა.
???? Guliashvili es el #JugadorCincoEstrellas del Racing en el mes de abril
— Real Racing Club (@realracingclub) May 21, 2026
Sus cuatro goles bien valen un reconocimiento a su gran trabajo en 2026
???????? ¡Enhorabuena, Guli! https://t.co/IbQxHJ6aOg pic.twitter.com/Iflr2CK8vx
ცნობისთვის, გულიაშვილმა აპრილში 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლით გამოიჩინა თავი. სულ ქართველი ფორვარდის ანგარიშზე ლა ლიგა 2-ის 17 მატჩში 6 გოლი და 2 ასისტია.
აქვე გეტყვით, რომ „რასინგმა“ ლა ლიგის საგზური უკვე მოიპოვა და მომდევნო სეზონში გულიაშვილის გუნდს ესპანური ფეხბურთის ელიტაში ვიხილავთ.