კილიან მბაპე, ოლივიე ჟირუ, ჯეისონ კამინგსი
Aa
Aa

მბაპეს 10 წუთი ელოდა, ჟირუმ არ შეიმჩნია - როცა მაისურის გაცვლა გინდა და არაფერი გამოგდის

ავსტრალიის ნაკრების ფეხბურთელმა, ჯეისონ კამინგსმა საფრანგეთთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მატჩის შემდეგ, კილიან მბაპემ და ოლივიე ჟირუმ მაისურები არ გაუცვალეს. კამინგსი The Project-ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ მბაპემ ტყუილი პირობა მისცა, ჟირუმ კი საერთოდ არ შეიმჩნია.

„საფრანგეთთან მატჩის შემდეგ, ვცადე, მბაპესთვის მაისური გამეცვალა. კილიანთან მივედი და მითხრა, რომ გასახდელში შევხვედროდი. გასახდელისკენ გავემართე და იქ დამხვდა ადამიანი, რომელიც ფრანგთა ეკიპირებაზე ზრუნავდა. მას ჩემი მაისური მივეცი და ის გასახდელში შევიდა. 10 წუთი ველოდე, რის შემდეგაც ჩემს მაისურთან ერთად გამოვიდა და მეუბნება: „არა, მბაპეს არ უნდა, მაისური გაგიცვალოს“.

ჩემი გუნდის გასახდელისკენ გავემართე და გზად ჟირუ დავინახე. ოლივიეს ვთხოვე, მაისური გაეცვალა და ვუთხარი: „შეიძლება, შენი მაისური მივიღო? დიდი გულშემატკივარი ვარ. მაისური შეიძლება?“ ამ სიტყვების შემდეგ, ჟირუმ გვერდზე ისე ჩამიარა, თითქოს ინგლისური საერთოდ არ იცოდა. არადა, პრემიერ ლიგაში 10 წლის განმავლობაში თამაშობდა“.

საინტერესოა, რომ ჟირუს კამინგსის სიტყვები უპასუხოდ არ დაუტოვებია. „სამფეროვნების“ თავდამსხმელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ მაისური ჯექსონ ირვაინისთვის გაუცვლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: ხვიჩა შესანიშნავი პროფესიონალია, მას მხოლოდ მუშაობა სჭირდება
სპალეტი: ხვიჩა შესანიშნავი პროფესიონალია, მას მხოლოდ მუშაობა სჭირდება