ზედიზედ მეორე მაგარი მატჩი - მამუკელაშვილი ამჯერადაც MVP გახდა
სანდრო მამუკელაშვილმა და „ვისკონსინ ჰერდმა“ NBA-ს G ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. ამჯერად მათ „ოსტინ ტოროს სფურსი“ 114:112 დაამარცხეს.
Mamu on the attack pic.twitter.com/Qmw06qlFLM
— Wisconsin Herd (@WisconsinHerd) December 22, 2022
შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მამუკელაშვილმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა და მატჩის MVP მიჯრით მეორედ გახდა. 18 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება - ასეთი იყო „მამუს“ მონაგარი. სანდრომ 6-დან 1 სამიანი ჩააგდო, 8-დან 6 ორქულიანი, და 3-დან 2 საჯარიმო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +15 იყო და ეს ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
Duo back in action again tonight???????? pic.twitter.com/wyeMwnweKu
— Wisconsin Herd (@WisconsinHerd) December 22, 2022
შეგახსენებთ, რომ „მამუმ“ გასულ ტურში „ბირმინგემ სქუადრონსთან“ შეხვედრა 21 ქულით, 12 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით დაასრულა.
„მილუოკი ბაქსის“ G ლიგის გუნდი „ვისკონსინ ჰერდი“ სატურნირო ცხრილში 8 მოგებითა და 10 წაგებით ცენტრალურ დივიზიონში მე-7 ადგილს იკავებს.
Tonight's @bergstromauto POTG ????@Mamukelashvili5 ???? pic.twitter.com/diZtWy3ZsR
— Wisconsin Herd (@WisconsinHerd) December 22, 2022