სპალეტი: ხვიჩა შესანიშნავი პროფესიონალია, მას მხოლოდ მუშაობა სჭირდება
„ნაპოლიმ“ დეკემბერში მე-4 ამხანაგური მატჩი შინ „ლილთან“ ჩაატარა და მოულოდნელად 0:4 დამარცხდა.
გუნდის საკმაოდ ცუდი თამაშის შემდეგ, ლუჩანო სპალეტიმ პრესასთან ისაუბრა და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა:
„ამ თვეში გუნდის ვარჯიშები და მომზადება მაკმაყოფილებს. ბიჭები კარგად ვარჯიშობენ. კვარა? ის სულ უფრო უკეთ ხდება. ჩემი აზრით, ხვიჩა ამჟამად უკეთ გამოიყურება. ვილიარეალთან მას მეტი სათამაშო დრო მივეცი. ის იხვეწება. მე მას სათამაშო დროს ვაძლევ, ხვიჩა შესანიშნავი პროფესიონალია და მას მხოლოდ მუშაობა სჭირდება. ბიჭები საქმეს სერიოზულად ეკიდებიან.
ტრანსფერები? ჯუნტოლი ჭკვიანია, ყურადღებიანი, რომელიც თავის საქმეს კარგად აკეთებს. ის იკვლევს, ცდილობს რაღაც სიტუაციები წინასწარ განსაზღვროს, მაგრამ საკადრო თვალსაზრისით საკმაოდ კარგად ვართ. ახლა რაჰმანი დაგვიბრუნდება, კვარაცხელია უკვე დაბრუნდა. თუ ჩვენი ფეხბურთელების შესაძენად არავინ მოვა, ჩვენ კარგად ვართ“.
კვარაცხელია შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, გუნდში ყველაზე მეტი მომენტიც სწორედ მას შეექმნა, თუმცა სამწუხაროდ ჯერ სათანადო ფორმისგან შორს არის და ამჯერად გოლის გატანა ვერ შეძლო.