გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მესამე ქართველი სერია A-ში? ჯენოა მიქაუტაძეს აკვირდება

„ჯენოა“ თავდასხმის გაძლიერებას გეგმავს და გენუური კლუბის ერთ-ერთ სამიზნეს გიორგი მიქაუტაძე წარმოადგენს.

Sportal.it-ის ცნობით, „ჯენოა“ ქართველი ფორვარდის მიმართ ინტერესს გამოხატავს და მათ ეს ტრანსფერი შესაძლოა დაახლოებით 3 მილიონი ევრო დაუჯდეთ.

დღეს, მიქაუტაძის „მეცმა“ მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და გერმანული „ელვერსბერგი“ 2:1 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერი სასტარტოში იყო და მოედანზე 68 წუთი გაატარა.

მიქაუტაძეს მომენტი 48-ე წუთზე ჰქონდა, როცა მისი დარტყმულის შემდეგ, დამატებაზე ჟან ჟაკმა შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა. 58-ე წუთზე ქართველს გატანაც შეეძლო, თან ძალიან ლამაზად - მცველს ბურთი თავზე გადაუგდო და ძირს დაუშვებლად დაარტყა, თუმცა მეკარემ აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ლიგა ორი 27 დეკემბერს განახლდება და „მეცი“ შინ „ნიორს“ უმასპინძლებს. მიქაუტაძის გუნდი 21 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მინიმუმ 2 წლით, მესი ევროპაში რჩება - პსჟ, თუ ბარსა?
მინიმუმ 2 წლით, მესი ევროპაში რჩება - პსჟ, თუ ბარსა?