ტაბატაძემ ბურთთან ერთად ივარჯიშა | კარგი ამბავი ესპანეთიდან
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური „კადისის’’ ფეხბურთელი იური ტაბატაძე მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა. ხანგრძლივი რეაბილიტაციის ამჟამინდელ ეტაპზე ბურთთან ერთად ვარჯიში დაიწყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით „კადისმა'' ვიდეო გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით: „ჩვენი საყვარელი ქართველი დაბრუნდა! როგორ მოუთმენლად ველოდით შენს კვლავ მინდორზე ხილვას, იური!''
Nuestro georgiano favorito está de vuelta ????????????
— Cádiz Club de Fútbol (@Cadiz_CF) September 22, 2026
¡Qué ganas teníamos de verte de nuevo sobre el césped Iuri! ???? pic.twitter.com/TfzaOVMNCE
„კადისის“ ერთ-ერთმა საფეხბურთო დირექტორმა, მარიო ფუენტესმა იური ტაბატაძეზე სექტემბრის დასაწყისში ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელი მძიმე ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და ფუენტესმა მისი დაბრუნების თარიღი დაასახელა. „აუცილებელია იური ტაბატაძე ვახსენოთ, რომელიც რამდენიმე თვეში დაგვიბრუნდება. ველოდებით, რომ ის სათამაშოდ მზად ორ თვეში იქნება. ვეცდებით, გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე დაუბრუნდეს“.
ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა 18 იანვარს, „ალბასეტესთან“ შეხვედრაში მიიღო. მე-10 წუთზე იურის შეცვლა გახდა საჭირო და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ქართველმა ფეხბურთელმა ოპერაცია ჩაიტარა და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.
ცნობისთვის, „კადისმა“ 2026/27 წლების სეზონი ცუდად დაიწყო. იური ტაბატაძისა და გიორგი გოჩოლეიშვილის გუნდმა 6 შეხვედრა გამართა — სამი ფრედ დაასრულა, სამი დათმო, 22-გუნდიან ლა ლიგა 2-ში მე-19 ადგილზეა.
შეგახსენებთ, გიორგი გოჩოლეიშვილი ტრავმირებულია, კოჭ-წვივის სახსრის წინა იოგის ნაწილობრივი გაწყვეტა დაუდგინდა, მისი დაბრუნების თარიღი უცნობია.