ლიონელ მესი, ლიონელ სკალონი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

მესი და სხვები - მუნდიალისთვის არგენტინის ნაკრების განაცხადი ცნობილია

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მილიონობით გულშემატკივრის ლოდინს წერტილი დაუსვა და „ალბისელესტეს“ სამუნდიალო შემადგენლობა დაასახელა.

თავის მე-6 მსოფლიო ჩემპიონატს ითამაშებს ლეო მესი. განაცხადს მიღმა დარჩნენ „რეალის“ ნახევარმცველი ფრანკო მასტანტუონო, „ასტონ ვილას" შემტევი ემილიანო ბუენდია და „ბორნმუთის“ ცენტრალური მცველი რკოს სენესი.

მსოფლიო ჩემპიონების განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ხერონიმო რული (მარსელი, საფრანგეთი), ხუან მუსო (ატლეტიკო, ესპანეთი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, ინგლისი).

მცველები: კრისტიან რომერო (ტოტენჰემი, ინგლისი), ლეონარდო ბალერდი (მარსელი, საფრანგეთი), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა, პორტუგალია), ნაუელ მოლინა (ატლეტიკო, ესპანეთი), გონსალო მონტიელი (რივერ პლეიტი), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი, საფრანგეთი), ფაკუნდო მედინა (მარსელი, საფრანგეთი).

ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი (ბოკა ხუნიორსი), ჯოვანი ლო ჩელსო (ბეტისი, ესპანეთი), როდრიგო დე პოლი (ინტერ მაიამი, აშშ), ტიაგო ალმადა (ატლეტიკო, ესპანეთი), ესეკილ პალასიოსი (ლევერკუზენი, გერმანია), ნიკოლას გონსალესი (ატლეტიკო, ესპანეთი), ალექსის მაკალისტერი (ლივერპული, ინგლისი), ნიკო პასი (კომო, იტალია), ენცო ფერნანდესი (ჩელსი, ინგლისი), ვალენტინ ბარკო (სტრასბური, საფრანგეთი).

თავდამსხმელები: ლეო მესი (ინტერ მაიამი, აშშ), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო, ესპანეთი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), ხოსე მანუელ ლოპესი (პალმეირასი, ბრაზილია), ჯულიანო სიმეონე (ატლეტიკო, ესპანეთი).

არგენტინა მუნდიალზე J ჯგუფში ალჟირთან, ავსტრიასთან და იორდანიასთან ერთად ითამაშებს. მსოფლიოს დაწყებამდე 7 და 10 ივნისს, ამხანაგურ შეხვედრებში ჰონდურასსა და ისლანდიას დაუპირისპირდებიან.

არგენტინის ნაკრების კალენდარი მუნდიალზე:

არგენტინა - ალჟირი (17 ივნისი, 05:00)

არგენტინა - ავსტრია (22 ივნისი, 21:00)

იორდანია - არგენტინა (28 ივნისი, 06:00)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები