ოლიმპიური კომიტეტი
Aa
Aa

2022 წლის საუკეთესო სპორტსმენების ვინაობა ცნობილია

სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენების ვინაობა გაირკვა.

კომიტეტის ვერსიით, 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი გახდა, რომელმაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო, საუკეთესო ქალ სპორტსმენად ეთერ ლიპარტელიანი დასახელდა, წლის ახალგაზრდა სპორტსმენის ნომინაციაში კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიმარჯვა.

ყველა ნომინაციაში გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

2022 წლის ოლიმპიური მხარდამჭერი - საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“

ოლიმპიური თემატიკის საუკეთესო გაშუქებისთვის - „პირველი არხი“

საუკეთესო მწვრთნელი ქალთა სახეობებში - ზაქარია სულაშვილი (ბატუტზე ხტომა)

2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი - ბეჟან ჭიჭინავა (კრივი)

ოლიმპიური იმედი - ანანო აფაქიძე (ბატუტზე ხტომა)

ოლიმპიური იმედი გიორგი ელბაქიძე (ჭიდაობა)

2022 წლის საუკეთესო ფედერაცია - ფიგურული ციგურაობა

2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სახეობებში - ლუკა ბერულავა, კარინა საფინა

2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სათამაშო სახეობებში - ხვიჩა კვარაცხელია

2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)

ვიქტორ საანევის სპეციალური პრიზი ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის - ლაშა ტალახაძე

წლის საუკეთესო სპორტსმენი ტატო გრიგალაშვილი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები