ლიონელ მესი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

„ისტორიული სამართალი აღსრულდა“ - ლაპორტა მესის ულოცავს

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ არგენტინის ნაკრებს და ლეო მესის მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა და განაცხადა, რომ ამით ისტორიული სამართალი აღსრულდა.

რას ამბობს ლაპორტა:

მესიმ ეს დაიმსახურა. ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ისტორიული სამართალი აღსრულდა.

გაგვიხარდებოდა, თუ კუნდე და დემბელე გაიმარჯვებდნენ, მაგრამ ვფიქრობ, მესის კარიერა მსოფლიოს ჩემპიონობით უნდა დაგვირგვინებულიყო. მას ძალიან სურდა ამ თასის მოგება.

ყველა ჩვენგანს, ვისაც ლეო გვიყვარს, ეს მისთვის გვინდოდა. ჩვენ მადლობლები ვართ იმისთვის, რაც მან მოგვცა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის ფინალში საფრანგეთის ეროვნული გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონობა მესამედ იზეიმა. ლეო მესი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მესის მეორე გოლი არ უნდა ჩათვლილიყო - ქომაგები ამბობენ, რომ მტკიცებულება აქვთ
    მესის მეორე გოლი არ უნდა ჩათვლილიყო - ქომაგები ამბობენ, რომ მტკიცებულება აქვთ