კარიმ ბენზემა, დიდიე დეშამი, კატარი 2022, საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ბენზემასა და დეშამის კონფლიქტი - ქარიმს ერთი რამ არ ესმის...

ქარიმ ბენზემასა და საფრანგეთის ნაკრებს შორის დაძაბული და საკმაოდ ბუნდოვანი ურთიერთობა გრძელდება. დღემდე უცნობია დეტალები, თუ რატომ მოიშორეს მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ეროვნული გუნდიდან.

როგორც ფრანგული L’Equipe წერს, ბენზემას სამწვრთნელო შტაბთან ჯერაც არ უსაუბრია და მიზეზები დღემდე არ იცის.

წყაროს ცნობით, ბენზემას გარემოცვა უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მუშაობდნენ ტურნირამდე ქარიმთან მიმართებით ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები. კერძოდ, საუბარია ვარჯიშის ინტენსივობაზე, 18 ნოემბერს, იმ დღეს, როდესაც ქარიმი დაშავდა.

აღნიშნულია, რომ დეშამის გადაწყვეტილებამ ბენზემასა და მას შორის ურთიერთობაში რაღაც გააფუჭა, რაც დღემდე გაურკვეველი რჩება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბენზემა გაკვირვებულია იმით, თუ რატომ ჩამოაშორეს ის ნაკრებს და ასევე იმითაც, რომ მის ნაცვლად გუნდში არავის უხმეს.

L'Équipe-ის ცნობით, დეშამს და ბენზემას კონფლიქტი აქვთ და მათ ამის აღმოსაფხვრელად შეხვედრა და დალაპარაკება მოუწევთ.

ტრავმის მიუხედავად, ბენზემას მსოფლიო ჩემპიონატზე დარჩენა სურდა, რომ ამ ტურნირზე თამაშით ოცნება აეხდინა.

აღსანიშნავია, რომ ბენზემას წასვლის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში ატმოსფერო გაუმჯობესდა. ამის შესახებ ფრანგულმა პრესამ დაწერა. მიუხედავად ამდენი ხნის გასვლისა, უშუალოდ დეტალებზე არავინ საუბრობს.

ბოლოს გეტყვით, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბენზემა ფინალზე საპატიო ლოჟაში მიიწვია, თუმცა ფეხბურთელისგან უარი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეშლილი პატრიოტები - დალომბარდებული მანქანა, 3-წლიანი სესხი ბანკში
შეშლილი პატრიოტები - დალომბარდებული მანქანა, 3-წლიანი სესხი ბანკში