ვინისიუსი: “კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვჩქარობ“
მადრიდის რეალის ვარსკვლავმა ვინისიუს ჟუნიორმა გამოცემა CazeTVOficia-სთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამეფო კლუბში ყოფნით ბედნიერია. მიუხედავად ამისა, ის კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.
„კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვჩქარობ. ხელშეკრულება 2027 წლამდე მაქვს. ასე რომ, 2027 წლამდე ბევრი რამ გვაქვს განსახილველი როგორც ჩვენ, ისე კლუბს.“ — თქვა ბრაზილიელმა.
„რეალი მშვიდადაა, მეც მშვიდად ვარ. პრეზიდენტი მენდობა და მეც ვენდობი მას. ახლა უბრალოდ უნდა ვიცხოვროთ დღევანდელი დღით და დავტკბეთ მსოფლიოს საუკეთესო კლუბით.“
ვინისიუსმა ასევე ხაზი გაუსვა, რამდენად ბედნიერია მადრიდში და რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კაპიტნის სამკლავურს:
„არასდროს წარმომედგინა თავი რეალის გარეთ. აქ გატარებული ყოველი მომენტით ვტკბები, რადგან ეს ჩემი ოცნების კლუბია. ყოველთვის ვოცნებობდი აქ თამაშზე და იმაზე, რომ ამდენ ხანს დავრჩენილიყავი. ახლა გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, რაც ისტორიაში მხოლოდ რამდენიმეჯერ ხდება. მინდა მთელი ცხოვრება აქ დავრჩე, მაგრამ კონტრაქტის განახლებას არ ვჩქარობ.“
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი შემტევი მადრიდულ გრანდს 2018 წელს შეუერთდა. 2018 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად 375 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 128 გოლი გაიტანა და 100 საგოლე გადაცემა შეასრულა.