ნეიმარი, ვინისიუს ჟუნიორი, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„წასვლაზე არასოდეს მიფიქრია“ - ვინისიუსი რეალის ერთგულია

„რეალის“ ბრაზილიელმა შემტევმა, ვინისიუს ჟუნიორმა ბრაზილიურ Caze TV-სთან ინტერვიუში მადრიდულ კლუბში შექმნილ ვითარებაზე, ბრაზილიის ნაკრებზე და ნეიმარზე ისაუბრა.

ვინისიუსი:

„არასოდეს მიფიქრია „რეალიდან“ წასვლაზე. ამ კლუბში ყოფნის ყოველი წუთით ვტკბები, იმიტომ რომ ეს ჩემი ოცნებების კლუბია. ყოველთვის ვოცნებობდი „რეალში“ თამაშზე, ახლა კი 25 წლის ასაკში უკვე ერთ-ერთი კაპიტანი ვარ. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება, ამიტომ მინდა, „რეალში“ მთელი ცხოვრება გავატარო.

კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვჩქარობ. 2027 წლამდე გვაქვს შეთანხმება, იქამდე კი ბევრი რამ გვაქვს განსახილველი. მშვიდად ვარ, პრეზიდენტი მენდობა, მე კი მას ვენდობი.

ბრაზილიის ნაკრების „ათიანი“? ყველასათვის ნათელია, რომ ის ნეიმარს ეკუთვნის. ანჩელოტიმ მთხოვა 10 ნომრით თამაში, იმიტომ რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ამ ნომერს ნეიმარისთვის ვინახავდი, როდესაც ნეიმარი და როდრიგო არ იყვნენ ნაკრებში, 10 ნომრით მიწევდა თამაში. პელეს, ზიკოს, ნეიმარის ნომრის ტარება ჩემთვის დიდი პატივია, თუმცა ახლა ის ნეიმარს ეკუთვნის - ის დაგვეხმარება, მე კი სხვა ნომრით ვითამაშებ.

ვიცი, რომ ბოლო პერიოდში ბრაზილიელი ხალხი არაერთხელ გავაწბილეთ, თუმცა ახლა დადგა მომენტი, როდესაც უნდა გავერთიანდეთ და ჩვენს ხალხს დღესასწაული ვაჩუქოთ“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილია მაროკოს (14 ივნისი), ჰაიტისა (20 ივნისი) და შოტლანდიას (25 ივნისი) დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რას გადაწყვეტს ჟოზე მოურინიო? ნიკო პასს კომოში დარჩენა სურს
რას გადაწყვეტს ჟოზე მოურინიო? ნიკო პასს კომოში დარჩენა სურს