კილიან მბაპე, კატარი 2022
Aa
Aa

ტრეზეგე: მბაპე არის სანიმუშო მოთამაშეა, რომელსაც ახალგაზრდები უყურებენ

დავიდ ტრეზეგემ მიმდინარე მუნდიალზე ისაუბრა და საფრანგეთი მთავარ ფავორიტად დაასახელა.

- მოდით ვისაუბროთ მბაპეზე. 23 წლის ასაკში მას მხოლოდ ერთი გოლი აშორებს სანაკრებო გოლებში, რომ თქვენ გაგითანაბრდეთ...

„და ის ამას გააკეთებს. ის არის სანიმუშო მოთამაშეა, რომელსაც ახალგაზრდები უყურებენ მოედანზე და მის გარეთაც.

თქვენ უკვე შეგიძლიათ იხილოთ მესის, ნეიმარისა და კრიშტიანუს ეს თაობა, სადაც მბაპე და ჰალანდი მომავლის ტენდენციებს უკვე ადგენენ.

როგორც ფეხბურთელი, მბაპე შესანიშნავი მაგალითია. სწრაფი, გოლები გააქვს, შესანიშნავია, მოწესრიგებულია. ის 24 წლის ასაკში სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდა. ის არის საფრანგეთის ნაკრების აწმყო და მომავალი“.

- თუ საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს, მბაპეს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს უწოდებდით? სად დააყენებდით მას?

„სტატისტიკა თავისთავად მეტყველებს და ისტორიაში ყველას თავის ადგილზე აყენებს. მაგალითად, ფონტენმა ისტორია დაწერა მსოფლიო ჩემპიონატზე 13 გოლის გატანით.

მბაპე გოლებითა და ტიტულებით რეკორდების მოხსნას გზას ადგას. ასეთია რეალობა. ნელ-ნელა, ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეებში ეს ტენდენცია ვლინდება. მას ცოტა აკლია ისტორიის დასაწერად, მაგრამ ამას თავისი კურსის დაცვით გააკეთებს“,

- თქვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა დავიდ ტრეზეგემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი საღი გონება უნიკალურია“ - იტალიელი მწვრთნელი ხვიჩაზე
„მისი საღი გონება უნიკალურია“ - იტალიელი მწვრთნელი ხვიჩაზე