ლიონელ მესი, არგენტინა
Aa
Aa

“მესის თავის ბედთან პაემანი აქვს“ - უცხოური მედიის გამოხმაურება

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა ხორვატია 3:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. „ალბისელესტეს“ მხრიდან დუბლი შეასრულა ხულიან ალვარესმა, ხოლო ერთი გოლი ლეო მესის ანგარიშზეა.

როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი მატჩები სრულდება, მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემები საინტერესო „ჰედლაინებით“ ეხმაურებიან. გამონაკლისი არც დღევანდელი მატჩია.

მაგალითად, ესპანური AS წერს: „ადამიანი მარსიდან სახელად მესი“

GOAL: „მესის თავის ბედთან პაემანი აქვს“

MARCA: „მესი ახალ ისტორიას წერს“

Sportbible: „მესის მასტერკლასი! ფეხბურთის დასრულებამდე ერთი ნაბიჯია“

TycSport: „არგენტინა ფინალშია, ისიამოვნეთ“

შეგახსენებთ, რომ „ალბისელესტე“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 14 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კიდევ ერთი დაკარგული მსოფლიო ჩემპიონატი“ - MARCA ბენზემაზე
“კიდევ ერთი დაკარგული მსოფლიო ჩემპიონატი“ - MARCA ბენზემაზე