ილია თოფურია, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

UFC-ის ლეგენდა ილიაზე: „ურთულესი ტესტი ბრწყინვალედ ჩააბარა“

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, მაიკლ ბისპინგმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის ყოფილმა მფლობელმა „ელ მატადორი“ შეაქო და განაცხადა, რომ მან ურთულესი გამოცდა ფენომენალურად ჩააბარა.

„თოფურიას რთული მეტოქე ჰყავდა და ბრწყინვალედ იასპარეზა. ბრაის მიტჩელი მარტივი მოწინააღმდეგე ნამდვილად არაა და შესანიშნავი გრეპლინგი აქვს, მაგრამ მან საერთოდ ვერაფერი გააკეთა. შანსიც კი არ ჰქონია და თუ სწორად მახსოვს, მხოლოდ ერთი თეიქდაუნი განახორციელა. ბრაისს დგომში აჯობეს, მტკივნეული დარტყმები მიაყენეს, დაანოკდაუნეს და გასაკვირი არაა, რომ დააფინიშეს.

ილია თოფურია შეპყრობილი ადამიანივით ჩხუბობდა. ლამაზი კომბინაციები, ბრწყინვალე კრივი, თავის მოძრაობები და რა თქმა უნდა, მახრჩობელა ილეთი. მას გამორჩეული გამოსვლა ჰქონდა მეტოქის წინააღმდეგ, რომლის ანგარიშზეც 15-დან 15 მოგება იყო. მიტჩელისნაირი რთული მეტოქე ილიას აქამდე არ ჰყოლია და მან ეს ტესტი ბრწყინვალედ ჩააბარა“.

შეგახსენებთ, რომ ბრაის მიტჩელთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, „ელ მატადორი“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში დაწინაურდა და მე-14 ადგილიდან, მეცხრეზე გადავიდა.   

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოდრიჩი: „ვერ დავიჯერე, რომ პენალტი დაინიშნა, ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია“
მოდრიჩი: „ვერ დავიჯერე, რომ პენალტი დაინიშნა, ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია“