ბექა მიქელთაძე, ბექა დარცმელია
Aa
Aa

მიქელთაძის გამარჯვების გოლი - საგოლე პასი დარცმელიამ შეასრულა

ავსტრალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში „სენტრალ ქოუსთ მარინერსი“ შინ „ნიუკასლ ჯეტსთან“ 1:2 დამარცხდა. სტუმართა გამარჯვებაში ბექა დარცმელიამ და ბექა მიქელთაძემ დიდი წვლილი შეიტანეს, 66-ე წუთზე დარცმელიას შესრულებულ კუთხურს მიქელთაძის თავური დარტყმა მოჰყვა, ამ გოლით „ნიუკასლ ჯეტსმა“ 3 ქულა მოიპოვა.

ქართველმა ფეხბურთელებმა გამარჯვებული გუნდის სასტარტოში ითამაშეს, დარცმელია 82-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მიქელთაძემ შეუცვლელად ითამაშა, გატანილი გოლიდან ორ წუთში ყვითელი ბარათი მიიღო.

ავსტრალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ბექა მიქელთაძის ანგარიშზე ხუთ შეხვედრაში გატანილი 2 გოლია. რაც შეეხება ბექა დარცმელიას, მან ხუთ მატჩში 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

12-გუნდიან ჩემპიონატში „ნიუკასლ ჯეტსი“ ექვს ტურში მოპოვებული 9 ქულით მე-6 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრწყინვალე თვისებები აქვს“ - ჯოელ უორდი კვარაცხელიაზე
„ბრწყინვალე თვისებები აქვს“ - ჯოელ უორდი კვარაცხელიაზე