გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - ორი ქართველი ტოპ 4-ში

ცნობილმა სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt-მა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები დაასახელა. რეიტინგში ორ ქართველს ვხედავთ და ალბათ, მარტივად მიხვდებით, რომ საუკეთესოთა შორის ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი მოხვდნენ.

„კვარას“ პირველი ადგილი უკავია. „ნაპოლის“ 21 წლის შემტევი 60 მილიონ ევროდაა შეფასებული და მიხაილო მუდრიკს 20 მილიონით უსწრებს. მესამე ადგილზე „არსენალის“ ვარსკვლავი, ოლექსანდრ ზინჩენკო გახლავთ, მეოთხე კი გიორგი მამარდაშვილია - 25 მილიონი ევრო.

ტოპ 10-ს რაც შეეხება, მე-5 პოზიცია „ევერტონის“ უკანახაზელს, ვიტალი მიკოლენკოს უკავია. მე-6 ადგილზე ვიქტორ ციგანკოვს ვხედავთ. მეშვიდეზე ალექსანდრ გოლოვინია, მერვეზე - რუსლან მალინოვსკი, მეცხრეზე - არსენ ზახარიანი, ხოლო მეათეზე - ილია ზაბარნი.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას ტრავმა ჰქონდა და მოედანს ამხანაგურ შეხვედრაში დაუბრუნდა. „ნაპოლიმ“ „ანტალიასპორი“ 3:2 დაამარცხა და „პარტენოპეი“ მომდევნო მატჩს „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ გამართავს. მამარდაშვილს რაც შეეხება, გიორგიმ ამხანაგურ შეხვედრაში დღეს მიიღო მონაწილეობა და მისმა „ვალენსიამ“ „კლერმონს“ 3:2 სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქტაგონის ცენტრში დამარხე“ - მათე სანიკიძე პიმბლეტისა და თოფურიას დაპირისპირებაზე
„ოქტაგონის ცენტრში დამარხე“ - მათე სანიკიძე პიმბლეტისა და თოფურიას დაპირისპირებაზე