თავისუფალი ჭიდაობა
Aa
Aa

მძიმე მარცხი მსოფლიო თასზე - აშშ-მ საქართველოს 10:0 სძლია

აშშ-ში თავისუფალ სტილში მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს. პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი 7:3 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მხრიდან გიორგი ელბაქიძემ (70 კგ.), გიორგი სულავამ (74 კგ.), ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ.) და სანდრო ამინაშვილმა (86 კგ.) გაიმარჯვეს. თეიმურაზ ვანიშვილის (61 კგ.), მირიან მაისურაძისა (92 კგ.) და გივი მაჭარაშვილის (97 კგ) მეტოქეები არ გამოცხადდნენ და გამარჯვება ჩაეთვალათ.

მონღოლეთთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები აშშ-ის ნაკრებთან 0:10 განადგურდა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ირანსა და მსოფლიო ნაკრებს შორის მოგებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები აშშ და მონღოლეთი იყვნენ. მეორე ჯგუფში ირანი, იაპონია და მსოფლიოს ნაკრები მოხვდნენ. მსოფლიო ნაკრებში პლანეტის გამორჩეული მოჭიდავეები მიიწვიეს. პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ოქროსთვის იბრძოლებდა, თუმცა მეორე პოზიციაზე გავიდა და ბრინჯაოს მოპოვებას შეეცდება.

ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სახე გაუგლიჯა - ილია თოფურიას ბრწყინვალე გამარჯვება UFC-ში
სახე გაუგლიჯა - ილია თოფურიას ბრწყინვალე გამარჯვება UFC-ში