ლუის ენრიკე, კატარი 2022, მარსელინო გარსია ტორალი
Aa
Aa

ესპანეთის ნაკრები შესაძლოა მარსელინიომ ჩაიბაროს

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი ფიასკო განიცადა. ლუის ენრიკეს ესპანური პრესა პოსტიდან დათხოვნას უწინასწარმეტყველებს.

Football Espana-ს ცნობით, ენრიკეს სავარაუდო შემცვლელთა სიაში მთავარ კანდიდატად მარსელინიო გარსია ტორალი ითვლება.

ლუის ენრიკეს კონტრაქტს ვადა 2022 წლის 31 დეკემბერს ეწურება. მიუხედავად იმისა, რომ ასტურიელ სპეციალისტს ფედერაციის პრეზიდენტთან ლუის რუბიალესთან კარგი ურთიერთობა აქვს, მას პოსტის დატოვებას მაინც უწინასწარმეტყველებენ.

ვარაუდობენ, რომ ენრიკე საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდება.

რაც შეეხება მარსელინიოს, 57 წლის სპეციალისტი ამჟამად უმუშევარია. ბოლოს ის „ბილბაოს“ წვრთნიდა, იქამდე კი „სევილიას“, „ვილიარეალსა“ და „ვალენსიას“ ხელმძღვანელობდა.

ლუის ენრიკეს ბედი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
უოკერი მბაპეზე: ვიცი როგორ გავაჩერო, მისთვის წითელი ხალიჩის გაშლას არ ვაპირებ
უოკერი მბაპეზე: ვიცი როგორ გავაჩერო, მისთვის წითელი ხალიჩის გაშლას არ ვაპირებ