რაჰიმ სტერლინგი
Aa
Aa

რაჰიმ სტერლინგი სამშობლოში დაბრუნდა - მისი სახლი ნაკრების მატჩამდე გაძარცვეს

„ჩელსის“ ფეხბურთელის, რაჰიმ სტერლინგის სახლი, რომელიც ლონდონში მდებარეობს, გაძარცვეს. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, დანაშაული „სამი ლომის“ მატჩამდე ერთი დღით ადრე მოხდა და მძარცველებმა ძვირადღირებული საათები მოიპარეს.

Sun-ის ცნობით, ძარცვისას სახლში სტერლინგის სამი შვილი და მისი საცოლე, პეიჯი იმყოფებოდნენ, თუმცა მოგვიანებით, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. როგორც ირკვევა, მომხდარის გაგების შემდეგ, რაჰიმი შოკირებული იყო და სამშობლოში დაბრუნდა, რათა დარწმუნდეს, რომ მისი შვილები და საცოლე თავს კარგად გრძნობენ. სტერლინგს სურს, მუნდიალზე მაღალ დონეზე იასპარეზოს და უნდა, იცოდეს, რომ მისი საყვარელი ადამიანები კარგად არიან.

„ეს პეიჯისთვის საშინელება იყო და მთელ ოჯახს დიდი ტრავმა მიაყენა. როცა რაჰიმმა ამის შესახებ გაიგო, ნერვიულობის გამო, საკუთარ თავს არ ჰგავდა. წარმოიდგინეთ, რა შეგრძნებაა, როცა ამხელა მანძილით შორს ხარ და შენს სახლში მძარცველთა ბანდა შედის, ეს კი მაშინ ხდება, როცა იქ შენი მეგობარი გოგონა და შვილები იმყოფებიან. როგორც ჩანს, მძარცველებმა 300 000 გირვანქა სტერლინგის ღირებულების საათები წაიღეს“, - ავრცელებს Sun-ი ანონიმური წყაროს სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა მერვედფინალში სენეგალი დაამარცხა. „სამმა ლომმა“ 3:0 იმარჯვა და მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები