შავი ლომი
Aa
Aa

გამარჯვება იბერიანსთან - შავი ლომი სუპერთასის ფინალშია

პირველი ქართული ფრენჩაიზი, „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში ესპანურ „იბერიანსს“ შეხვდა და მეტოქე დამაჯერებლად, 32-ქულიანი სხვაობით, 41:9 დაამარცხა.

ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს 6 ლელო დაუდეს, საპასუხოდ კი „იბერიანსმა“ მხოლოდ 3 ჯარიმის გატანა შეძლო.

ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ნახევარი 10:6 მოიგო. მეტოქის ნახევარზე ლელო ნოდარ ჭეიშვილმა დადო, რომელსაც მატკავას მიერ შესრულებული ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. მანამდე, იმავე მატკავამ ერთი საჯარიმოს შესრულება შეძლო ზუსტად.

მეორე ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა „იბერიასნის“ ნახევარზე კიდევ 5 ლელოს დადება შეძლეს. თავი შალვა მამუკაშვილმა, გიორგი ჩხარტიშვილმა და აკა ტაბუცაძემ გამოიჩინეს, რომელმაც მეორე 40 წუთში მეტოქეს 3 ლელო დაუდო.

შესაბამისად, „შავი ლომი“ სუპერთასის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს და ამჯერად ტიტულის დაცვის შანსი ექნება. ქართული ფრენჩაიზი საჩემპიონო ორთაბრძოლაში პორტუგალიურ „ლუზიტანუშსა“ და თელ-ავივის „ჰითსს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. საფინალო მატჩი 17 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„6 ერში შესვლა დროის საკითხია“ - Planet Rugby ბორჯღალოსნებზე წერს
„6 ერში შესვლა დროის საკითხია“ - Planet Rugby ბორჯღალოსნებზე წერს