დავით ქირია
Aa
Aa

იოჰანეს ბაასი დამარცხებულია - ქირიას 39-ე გამარჯვება კარიერაში

Mix Fight Championship-ში, „მეინ ქარდზე“ ქართველმა კიკბოქსიორმა დავით ქირიამ იოჰანეს ბაასი დაამარცხა. მიმდინარე წელს დავით ქირიამ მე-4 ბრძოლა გამართა, ორი მარცხის შემდეგ ჯერ მიკაელ პინიოლო დაამარცხა, ამჯერად კი - იოჰანეს ბაასი.

„კიდევ ერთი გამარჯვება, ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“ - დაწერა დავით ქირიამ Instagram-ში.

34 წლის ქირიამ კარიერაში მე-60 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 39 გამარჯვება (18 ნოკაუტით), 20 მარცხი (2 ნოკაუტით) და 1 ფრეა.

შეგახსენებთ, დავით ქირიამ პრესტიჟულ ორგანიზაცია One Championship-თან კონტრაქტი 2020 წლის მაისში გააფორმა და მას შემდეგ აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით“ - მესი ავსტრალიის დამარცხების შემდეგ
“კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით“ - მესი ავსტრალიის დამარცხების შემდეგ