ხვიჩას გოლი და საგოლე პასი
ხვიჩას გოლი და საგოლე პასი
შავდათუაშვილის ტრიუმფი
შავდათუაშვილის ტრიუმფი
მანე პსჟ-სთან არ იქნება
მანე პსჟ-სთან არ იქნება
ბუდუს ტრანსფერი
ბუდუს ტრანსფერი
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
უარი ალ ნასრის
უარი ალ ნასრის
კონატე დინამოში
კონატე დინამოში
გეგუჩაძე ზარანდიაზე
გეგუჩაძე ზარანდიაზე
ბუნდესლიგა დაბრუნდა
ბუნდესლიგა დაბრუნდა
კვარას მიღწევა
კვარას მიღწევა
გულიაშვილის ტრანსფერი
გულიაშვილის ტრანსფერი
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
კუტალიას გოლი
კუტალიას გოლი
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
სად წავა ბუდუ?
სად წავა ბუდუ?
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
დუმფრისის მაგარი თამაში - ნიდერლანდებმა აშშ დაამარცხა და 1/4-ფინალშია
Aa Aa
3 დეკემბერი 2022  |  20:41

დუმფრისის მაგარი თამაში - ნიდერლანდებმა აშშ დაამარცხა და 1/4-ფინალშია

კატარი 2022-ის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში ნიდერლანდებმა აშშ 3:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც არგენტინასა და ავსტრალიას შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ შეხვედრაში დენზელ დუმფრისი გამორჩეული იყო, მის აქტივში 2 საგოლე პასი და გოლია.

ანგარიში მე-10 წუთზე მემფის დეპაიმ გახსნა, საგოლე პასი დენზელ დუმფრისის ანგარიშზეა. მემფის დეპაიმ ეროვნულ ნაკრებში 43-ე გოლი გაიტანა და კლას იან ჰუნტელაარს გაასრწო. დეპაის მხოლოდ რობინ ვან პერსი უსწრებს, რომელმაც ნიდერლანდების ნაკრებში 50 გოლი შეაგდო.

დეპაის ვან პერსის რეკორდის მოხსნისთვის 8 გოლი სჭირდება.

ლუის ვან გაალის გუნდმა მეორე გოლი პირველი ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე შეაგდო, საგოლე პასი მეორე გოლის ეპიზოდშიც დენზელ დუმფრისმა შეასრულა, გოლი დელი ბლინდის ანგარიშზეა.

ჯიო ვან ბრონკჰორსტის შემდეგ დელი ბლინდი ყველაზე უხუცესი ნიდერლანდელია, რომელმაც გოლი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიტანა. ვან ბრონკჰორსტმა 2010 წლის მუნდიალზე 35 წლისა და 151 დღის ასაკში გაიტანა, ბლინდი კი 32 წლისა და 269 დღის ასაკისაა.

საინტერესოა, რომ დენზელ დუმფრისი პირველი ნიდერლანდელია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრაში, პირველ ტაიმში 2 საგოლე პასი შეასრულა.

76-ე წუთზე პულიშიჩის საგოლე პასის შემდეგ ჰაჯი რაიტმა ანგარიში შეამცირა, თუმცა დენზელ დუმფრისმა 81-ე წუთზე ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა და ნიდერლანდებმა 3:1 მოიგო.

არგენტინა-ავსტრალიის მერვედფინალური დაპირისპირება დღეს, 3 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალზე აღარ იმსაჯებს - დანიელ ზიპერტი დაისაჯა
მუნდიალზე აღარ იმსაჯებს - დანიელ ზიპერტი დაისაჯა