დიდიე დეშამი
Aa
Aa

“არ მინდა გავიხსენო ვინ ჰყავთ თავდასხმაში“ - დეშამი პოლონეთთან მატჩამდე

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთი პოლონეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, „მამლების“ მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა დეშამმა?

„ბოლო 3 მატჩში პოლონეთი ძირითადად დაცვაზე ზრუნავდა. ვფიქრობ, დაცვითი სტილი მათ მოსწონთ, მაგრამ მათ მხოლოდ ეს არ შეუძლიათ. არ მინდა გავიხსენო ვინ ჰყავთ თავდასხმაში. ჩვენ კონკურენტუნარიან და მყარი ბირთვის მქონე გუნდს ვეთამაშებით, რომელიც გამოცდილებას აგროვებს. პოლონელი ფეხბურთელები ყველა მატჩში 100%-ით იხარჯებიან.

რობერტ ლევანდოვსკი ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. გოლის გასატანად ბევრი მომენტი არ სჭირდება. მისი თამაში კი მთელს გუნდზე ახდენს გავლენას. მისი შეჩერების ერთადერთი გზა ისაა, რომ ბევრი პასი არ უნდა მიუვიდეს. რობერტს ბურთთან ერთი შეხებაც კი ჰყოფნის და უმალ ხიფათს ქმნის. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთ მოთამაშეზე კონცენტრაცია არ შეიძლება.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა ჯგუფში ავსტრალიას და დანიას მოუგო, ხოლო ბოლო ტურში ტუნისთან გადახალისებული შემადგენლობით 0:1 დამარცხდა. „მამლებისა“ და პოლონეთის დაპირისპირება 4 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიცოცხლის ბოლომდე - პელე პალიატიურ მკურნალობაზე იქნება
სიცოცხლის ბოლომდე - პელე პალიატიურ მკურნალობაზე იქნება