შოთა არველაძე, რევაზ სალუქვაძე, თბილისი სითი, ზესტაფონი, ილია დათუნაშვილი
Aa
Aa

პენტატრიკი - სალუქვაძის 5 გოლი გადამწყვეტი მატჩის 27 წუთში

საქართველოს რანგით მესამე ლიგაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, 30-ე ტურში „თბილისი სითიმ“ „ზესტაფონი“ 6:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა მხრიდან რევაზ სალუქვაძემ ხუთი გოლი გაიტანა, მსგავსი ფაქტი ფეხბურთში იშვიათად ფიქსირდება.

რევაზ სალუქვაძემ გოლები 31-ე, 33-ე, 47-ე, 56-ე და 58-ე წუთებზე გაიტანა. 23 წლის შემტევმა ხუთი გოლი სათამაშო დროის 27-წუთიან მონაკვეთში შეაგდო, პენალტის ნიშნულიდან მხოლოდ პირველი გოლი გაიტანა, როცა ანგარიში გახსნა. საინტერესოა, რომ სალუქვაძემ არა ფორვარდის, არამედ გამთამაშებლის პოზიციაზე ითამაშა.

მატჩის საბოლოო ანგარიში გამოცდილმა დავით რაჟამაშვილმა 86-ე წუთზე დააფიქსირა.

2022 წლის სეზონში რევაზ სალუქვაძემ რანგით მესამე ლიგის 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 7 გოლი და 10 საგოლე პასია.

აღნიშნული მატჩი „თბილისი სითისთვის“ გადამწყვეტი იყო. ამ გამარჯვებით გუნდმა რანგით მესამე ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, 16-გუნდიან ლიგაში 38 ქულით მე-11 ადგილზე გავიდა და გასავარდნ ზონას 3 ქულით გაასწრო.

რაც შეეხება პენტატრიკის ავტორს, რევაზ სალუქვაძე „საბურთალოს“ აკადემიაში, „შევარდენში“, „იბერიაში“, „რუსთავში“, „ვიტ ჯორჯიასა“ და „ირაოში“ გამოდიოდა. გასული წლიდან მოყოლებული „თბილისი სითის“ მოთამაშეა. აღნიშნულ გუნდს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლადო ბურდული წვრთნის.

რევაზ სალუქვაძე „ვიტ ჯორჯიაში“ ასპარეზობისას

 

ილია დათუნაშვილისა და შოთა არველაძის პენტატრიკი

ცნობილი ქართველი ფეხბურთელებიდან პენტატრიკი ილია დათუნაშვილმა და შოთა არველაძემ შეასრულეს. 1966 წელს დათუნაშვილმა ერევნის „არარატს“ 5 გოლი 27-წუთიან მონაკვეთში შეუგდო.

1996 წლის 19 მაისს თურქეთის სუპერლიგის დასკვნით ტურში შენოლ გიუნეშის ''ტრაბზონმა'' შინ ''ესქიშეჰირი'' 7:1 გაანადგურა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი შოთა არველაძემ 5 გოლი შეაგდო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა გოლები 47-ე, 50-ე, 68-ე, 70-ე და 75-ე წუთებზე გაიტანა. არველაძემ გოლები 28-წუთიან მონაკვეთში შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტორპედოსთან მაყურებელი დაშვებულია - ბათუმის დინამოს განცხადება
ტორპედოსთან მაყურებელი დაშვებულია - ბათუმის დინამოს განცხადება