ვოიცეხ შჩესნი, არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, პოლონეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„მესისთან 100 ევრო წავაგე, მაგრამ არ გადავიხდი“ - შჩესნი პენალტის ეპიზოდზე

მსოფლიო ჩემპიონატზე, C ჯგუფის დასკვნით ტურში არგენტინის ნაკრები პოლონეთს შეხვდა და 2:0 დაამარცხა, რითაც მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება პირველ ადგილზე გასვლით მოიპოვა.

პოლონელთა კარში გოლები მეორე ტაიმში, მაკ ალისტერმა და ხულიან ალვარესმა გაიტანეს, თუმცა პირველი ნახევრის მიწურულს ანგარიშის გახსნის ყველაზე რეალური შანსი ლეო მესის ჰქონდა. 39-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა პოლონელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც არგენტინელთა კაპიტანმა შეასრულა, თუმცა ეპიზოდში გამარჯვებული ვოისცეხ შჩესნი გამოვიდა, რომელმაც ლეოს დარტყმული მოიგერია და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის არბიტრის გადაწყვეტილება საკამათო იყო და ამან გულშემატკივრებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საბოლოოდ, ყველაფერი მაინც პოლონელთა სასარგებლოდ დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პოლონელ მეკარეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ესაუბრა თუ არა ის მესის მატჩის ბოლოს, რაზეც შჩესნიმ ხუმრობით უპასუხა:

არა, არ გვისაუბრია, თუმცა პენალტამდე ვილაპარაკეთ, როდესაც მსაჯი ეპიზოდს VAR-ზე ამოწმებდა. ვუთხარი, რომ 100 ევროს დავდებდი, თუ მსაჯი პენალტს არ დანიშნავდა. სანაძლეო წავაგე. არ ვიცი, დაშვებულია თუ არა ეს მსოფლიო ჩემპიონატზე, სავარაუდოდ დამსჯიან.

თუმცა, პენალტი მოვიგერიე და არ გადავიხდი! არ მაინტერესებს. ჩემი 100 ევრო დამიბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ C ჯგუფიდან პლეი-ოფში თამაშის უფლება პირველი ადგილით არგენტინის ნაკრებმა მოიპოვა, მეორე პოზიციაზე გასვლით კი პოლონეთმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სიტყვა შევასრულეთ“ - მესი პოლონეთის დამარცხების შემდეგ
“სიტყვა შევასრულეთ“ - მესი პოლონეთის დამარცხების შემდეგ