"ბარსელონა" მზადაა 40 მილიონ ევროდ ნახევარმცველი გაიფორმოს
როგორც "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა რობერტ ფერნანდესმა 2 კვირის წინ განაცხადა, გუნდი ივლისის ბოლომდე სატრანსფერო ბაზარზე მუშაობას შეწყვეტდა და მთელს ენერგიას საერთაშორისო ჩემპიონთა თასს მოახმარდა, რომელიც "ბარსამ" უკვე მოიგო.
"ბლაუგრანა" სატრანსფერო ბაზარს მიუბრუნდა და უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ტრანსფერების გაოფიციალურებას გეგმავს.
როგორც ჩანს, ფელიპე კოუტინიოსთან ერთად "ბარსას" პაულინიოს დამატებაც სურს და ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის, 40 მილიონის გადახდასაც აპირებს.
შეგახსენებთ, რომ "გუანჩჟოუ ევერგრანდმა" კატალონიელთა პირველი ორი წინადადება დაბლოკა. ჩინურმა გუნდმა, ფეხბურთელის 20 და 25 მილიონ ევროდ დათმობაზე უარი განაცხადა. ამჯერად, "ბარსელონა" კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის გადასახდელად მზადაა და როგორც ჩანს, ტრანსფერს ხელს ვერაფერი შეუშლის.
რამდენიმე კვირის წინ, ესპანურ მედიაში საინტერესო ვერსიამ გაიჟღერა. თუ, "ბარსა" ბრაზილიელ ფეხბურთელებს დაიმატებდა, ამ შემთხვევაში ნეიმარი გუნდს არ დატოვებდა. როგორც ხედავთ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ "კამპ ნოუზე" ორ ახალ ბრაზილიელს ვიხილავთ.
მოვლენები საინტერესოდ ვითარდება. დასკვნების გამოტანა თქვენთვის მოგვინდია...