ანხელ დი მარია, ლიონელ მესი
Aa
Aa

დი მარია: „მესის ცუდი პასი გავუკეთე, მაგრამ ლეო გამოსავალს ყველა სიტუაციიდან პოულობს“

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა, ანხელ დი მარიამ ლიონელ მესიზე ისაუბრა. „ალბისელესტეს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თანაგუნდელი შეაქო და განაცხადა, რომ მას გამოსავლის პოვნა ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლია.

„მესის ცუდი პასი გავუკეთე, მაგრამ ლეო გამოსავალს ყველა სიტუაციიდან პოულობს. მთავარია, ბურთი მესიმდე მივიდეს. გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე, ერთმანეთს ვესაუბრებოდით და მესიმ მითხრა, რომ მექსიკელები უკან ღრმად იხევდნენ და თავიანთ საჯარიმოში მჭიდროდ მოქმედებდნენ, რის გამოც, საჯარიმოს წინ თავისუფალი სივრცე რჩებოდა. სწორედ ამიტომ, ლეომ მთხოვა, მისთვის პასი ამ ზონაში გამეკეთებინა.

ველოდებოდი, მომენტს როდის მივიღებდი და პასი გავაკეთე, მან კი შესანიშნავი გოლი გაიტანა და სხვა სიტყვები უბრალოდ არ მაქვს. საშუალება მომეცა, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად მეთამაშა. ჩვენ ნაკრებში 14 წელია ვასპარეზობთ და ჩემთვის ლეო ყველაფერია“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინას 3 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. „ალბისელესტე“ ბოლო ტურში პოლონეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ნოემბერს გაიმართება.აა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას ჩატენვა და 5 ქულა - ბითაძის ინდიანამ კლიპერსთან წააგო
გოგას ჩატენვა და 5 ქულა - ბითაძის ინდიანამ კლიპერსთან წააგო