კრიშტიანუ რონალდუ, კატარი 2022
Aa
Aa

მაიკ დინი: გაოგნებული ვარ, ეს პენალტი არ იყო, მსაჯს გამეორება უნდა ენახა

პრემიერ ლიგის ყოფილი არბიტრი მაიკ დინი თვლის, რომ კრიშტიანუ რონალდუს დაცემის შემდეგ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო.

„მცველი აშკარად ბურთზე თამაშობს, შემდეგ კი რონალდუ ზურგზე ეხება და ის ეცემა, რაც კონტაქტის პროვოცირებას ახდენს.

მსაჯის ბრალი არ არის - მან გადაწყვეტილება მოედანზე მიიღო. VAR-ი ჩემი აზრით, უნდა ჩარეულიყო და მსაჯი მონიტორზე გამეორების სანახავად უნდა მისულიყო.

ეს საშინელებაა, ეს უნდა ვთქვა. უბრალოდ გაოგნებული ვარ. მე, როგორც წესი, მსაჯების გვერდით ვარ, მაგრამ ამას მხარს ვერ დავუჭერ. თქვენ არ შეგიძლიათ დაიცვათ ის, რასაც გამართლება არ აქვს.

ჯარიმა უნდა გაუქმებულიყო. მსაჯი მონიტორთან უნდა მისულიყო და ენახა. შესაძლოა იყო ტექნიკური ხარვეზი, რომლის შესახებაც ჩვენ არ ვიცით. უბრალოდ არ მესმის, რატომ არ გაგზავნეს არბიტრი გამეორების სანახავად. ეს შეცდომაა - 100%-ით“,

- განაცხადა მაიკ დინმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არგენტინელები ნახევარი ძალით თამაშობენ“ - რა უთხრა რენარმა გუნდს შესვენებისას
„არგენტინელები ნახევარი ძალით თამაშობენ“ - რა უთხრა რენარმა გუნდს შესვენებისას