ნკუნკუ ჩელსიში ითამაშებს
ნკუნკუ ჩელსიში ითამაშებს
ხვიჩა ბრუნდება
ხვიჩა ბრუნდება
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
გერმანია 1:1 ესპანეთი
გერმანია 1:1 ესპანეთი
რატი ახალ კლუბში!
რატი ახალ კლუბში!
კვარა აბუჩად აიგდეს
კვარა აბუჩად აიგდეს
ონდუას რუსული ბუცები
ონდუას რუსული ბუცები
პერეირა ტრავმირებულია
პერეირა ტრავმირებულია
მესი და რეკორდები
მესი და რეკორდები
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თუშიმ რინერს მოუგო
თუშიმ რინერს მოუგო
რონალდუ გააკრიტიკეს
რონალდუ გააკრიტიკეს
ინძაგიმ კვარა შეაქო
ინძაგიმ კვარა შეაქო
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
აზარი და One Love
აზარი და One Love
ბითაძის 15 წუთი
ბითაძის 15 წუთი
7-0 - ესპანეთმა იფრინა
7-0 - ესპანეთმა იფრინა
მორიგი სენსაცია
მორიგი სენსაცია
ევროკავშირის რეზოლუცია - კომპენსაცია მიგრანტების ოჯახებს და LGBTQ+ თემის მხარდაჭერა
Aa Aa
24 ნოემბერი 2022  |  20:30

ევროკავშირის რეზოლუცია - კომპენსაცია მიგრანტების ოჯახებს და LGBTQ+ თემის მხარდაჭერა

ევროკავშირის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, კატარში დაღუპული მიგრანტების ოჯახებმა კომპენსაცია უნდა მიიღონ. ევროკავშირის წარმომადგენლების მიხედვით, თანხის გადახდა თავზე ფიფამ უნდა აიღოს.

კომპენსაციის გარდა, ევროკავშირმა კატარის მმართველებს მოუწოდა, გამოძიება ჩაატაროს, რომლის მიზანიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლინება იქნება. საუბარი ეხება, როგორც LGBTQ+ თემის წარმომადგენლებს, ისე მიგრანტებს. საინტერესოა, რომ ევროკავშირი კატარს ერთსქესიანთა ურთიერთობის დეკრიმინალიზაციასაც სთხოვს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბრაზილიელმა ჟურნალისტმა, ვიქტორ პერეირამ განაცხადა, რომ სტადიონის დატოვებისას მას ბრაზილიის შტატის, პერნამბუკუს დროშა ჰქონდა, რომელიც წაართვეს, რადგან LGBTQ+ დროშა ეგონათ.

ცნობისთვის, კატარის გარშემო კიდევ ერთი სკანდალია აგორებული, რომელიც ბელგიის ნაკრების სათამაშო ფორმას უკავშირდება. „წითელი ეშმაკები“ საგარეო მაისურებით ვერ იასპარეზებენ, რადგან მასზე სიტყვა „სიყვარულია“ გამოსახული. ფიფამ ბელგიელებს განუცხადა, რომ თუ ამ მაისურის გამოყენება უნდათ, ეს სიტყვა უნდა მოაშორონ ან დაფარონ. გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრას წითელი ფერის მაისურებით გამართავს და შემდეგ გადაწყვეტს, რა მოიმოქმედოს. ამასთან, ფიფას პრობლემა აქვს მაისურებზე, რომლებიც ბელგიელებს გახურებისას აცვიათ, რადგან იგი ძალიან „ფერადია“.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
„კენჭისყრა გააყალბეს“ - მორიგი სკანდალი რუსეთისა და კატარის მუნდიალებზე
„კენჭისყრა გააყალბეს“ - მორიგი სკანდალი რუსეთისა და კატარის მუნდიალებზე