ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე
Aa
Aa

საფეხბურთო ცენტრი დიდ დიღომში - ფედერაციის მორიგი პროექტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებას სფფ-ის წარმომადგენლები, თბილისის მერი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ადგილობრივი საფეხბურთო სკოლების მოსწავლეებმა ღია ვარჯიში გამართეს.

პროექტის ფარგლებში კი, მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი განათებით, ტრიბუნით, ადმინისტრაციული შენობითა და გასახდელებით.

საფეხბურთო ცენტრი სფფ-ის დაფინანსებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენების ვალდებულებით გადაცემულ ტერიტორიაზე აშენდა. კომპლექსის მოვლა-პატრონობას სრულად უზრუნველყოფს ფეხბურთის ფედერაცია.

მსგავსი საფეხბურთო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს თბილისის 4 უბანში, მათ შორის, ვაკეში, ნუცუბიძის პლატოზე, გლდანში და ვარკეთილში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ - მესის არგენტინაში აკრიტიკებენ
ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ - მესის არგენტინაში აკრიტიკებენ