Aa
Aa

კუმანის თქმით, ბარკლი "ევერტონიდან" აუცილებლად წავა

„ევერტონის“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ როს ბარკლი ამ ზაფხულს მისი გუნდის რიგებს აუცილებლად დატოვებს.

ბარკლიმ ლივერპულელებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა და რადგან მას „კანფეტებთან“ ამჟამინდელი ხელშეკრულება მომავალ ზაფხულს ეწურება, კლუბი მის გაყიდვას აპირებს.

კუმანმა ასევე დასძინა, რომ „ევერტონს“ ბარკლის ტრანსფერზე ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია.

ჩვენის მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრიტანული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის შემტევის ტრანსფერზე, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ იფიქროს.

მსგავსი სიახლეები