კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

შეთანხმება შედგა: რონალდუმ მან. იუნაიტედთან კონტრაქტი გაწყვიტა

„მან. იუნაიტედმა“ კრიშტიანუ რონალდუსთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა. ინფორმაცია მანჩესტერულმა კლუბმა დაადასტურა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა პირს მორგანს სკანდალური ინტერვიუ მისცა, რამაც სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია. აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ ცხადი გახდა, რომ 37 წლის ფეხბურთელი „ოლდ ტრაფორდს“ დატოვებდა. მან კლუბის მმართველები და მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მწვავედ გააკრიტიკა:

„მან. იუნაიტედში“ მიღალატეს, აქ პატივს არ მცემენ, ეს მხოლოდ ამ სეზონში არ დაწყებულა, გასულ სეზონშიც ასე იყო. პატივისცემა არ მაქვს ერიკ ტენ ჰაგის მიმართ, რადგან მან არ აჩვენა პატივისცემა ჩემს მიმართ. თუ ვინმე პატივს არ მცემს, მეც ანალოგიურად ვპასუხობ.

რაც სერ ალექს ფერგიუსონი გუნდიდან წავიდა, კლუბი არ განვითარებულა. პროგრესი იყო ნული. მან კარგად იცის, რომ გუნდი სწორ გზაზე არ დგას. პირები, რომლებიც ამას ვერ ხედავენ, ბრმები არიან, მაგრამ მე მინდა, რომ ქომაგებმა სიმართლე იცოდნენ, კლუბისთვის საუკეთესო მინდა და სწორედ ამიტომ დავბრუნდი „მან. იუნაიტედში“. ეს კლუბი პირველ ადგილზე უნდა იყოს, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა. მაგალითად, საინტერესოა, თუ როგორ გაუშვეს სულშერი და შემდეგ რანგნიკი დანიშნეს, ეს ვერავინ გაიგო, თუ რატომ მოიქცნენ ასე. რანგნიკი მწვრთნელი არასდროს ყოფილა. მის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. გაოცებული არა მარტო მე, მთელი მსოფლიო დარჩა“.

მიმდინარე სეზონში რონალდუმ პრემიერ ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო. ევროპა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებდა, თუმცა ხელშეკრულების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ და რონალდუს ახალ გუნდში ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რენარდი: “მესის ბრაზილიასთან უფრო დიდი მოტივაცია ექნებოდა“
რენარდი: “მესის ბრაზილიასთან უფრო დიდი მოტივაცია ექნებოდა“