Aa
Aa

"ბარსა" კოუტინიოს უახლოვდება

„ბარსელონა“ ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერ სულ უფრო და უფრო უახლოვდება.

ბრიტანული skysports-ის თქმით, კატალონიელთა წარმომადგენლები კარგად მუშაობენ და უკვე თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ სატრანსფერო მოლაპარაკებებს წარმატებით დახურავენ.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელები „ლივერპულს“ 89 მილიონ ფუნტს შესთავაზებენ, რაც 100 მილიონ ევროს უტოლდება.

ესპანურ პრესაში იწერება, რომ კოუტინიოს „ბარსელონაში“ გადასვლა სურს და იგი ამის შესახებ მერსისაიდელთა თავკაც იურგენ კლოპსაც ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსას“ წარმომადგენლები ამჟამად ლონდონში იმყოფებიან და მოლაპარაკებებს ადგილზე მართავენ.

მათ რამდენიმე დღის წინ „ლივერპულს“ ტრანსფერში 80 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა ინგლისელებმა ეს წინადადება დაბლოკეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები