ვახტანგ ბედოშვილი
Aa
Aa

ბედოშვილის გამარჯვების გოლი დინამოსთან | იბერია სუპერთასის ფინალშია

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2026 წლის გათამაშების ნახევარფინალში ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა იბერიამ ვახო ბედოშვილის გოლით დინამო თბილისი 1:0 დაამარცხა.

 

გათამაშებაში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი მონაწილეობს: მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999, ვიცე-ჩემპიონი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გორის დილა და ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები - ტორპედო ქუთაისი და დინამო თბილისი.

საპასუხო ნახევარფინალში ქუთაისის ტორპედოსა და გორის დილას მატჩში გამარჯვებული ფინალში იბერიას დაუპირისპირდება, ხოლო დამარცხებული მესამე ადგილისთვის მატჩში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ დინამო თბილისს დაუპირისპირდება.

იბერიას პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები