მსოფლიო ჩემპიონატი 2022, ესპანეთის ნაკრები, ანდრეს ინიესტა
Aa
Aa

ინიესტა: ესპანეთის შემდეგ ყველაზე მეტად მესის ჩემპიონობა გამიხარდება

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად „იაპონური ვისელ კობის“ ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე თავისი ფავორიტი გუნდები დაასახელა.

რა თქვა ანდრესმა:

თუ მსოფლიო ჩემპიონატს ესპანეთის ნაკრები ვერ მოიგებს, მაშინ მესის გამო არგენტინის ჩემპიონობა გამიხარდება. ასევე, ბედნიერი ვიქნები თუ იაპონია მოიგებს, რადგან იქ ჩემი თანაგუნდელები თამაშობენ. თუმცა, ბუნებრივია, ყველაზე მეტად ესპანეთის მოგებას ვიზეიმებ.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალი დღეს, საქართველოს დროით 20:00 საათზე კატარისა და ეკვადორის მატჩით დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერიქსენი: “ჩვენი კაპიტანი One Love სამკლავურს გაიკეთებს“
ერიქსენი: “ჩვენი კაპიტანი One Love სამკლავურს გაიკეთებს“