თბილისის დინამომ ფუტსალის გუნდი ჩამოაყალიბა
თბილისის „დინამოს“ გადაწყვეტილებით, ამავე კლუბის აკადემიის გაზაზე ფუტსალის კლუბი ჩამოყალიბდა, რომელსაც სახელად თბილისის „დინამო“ ერქმევა. ჩამოყალიბდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე კახა მაისაია იქნება, რომელსაც ასისტენტად ბექა ტყემალაძე ეყოლება, გუნდის მენეჯერად კი გიორგი შანიძე დაინიშნა.
ფუტსალის კლუბის დინამოს შემადგენლობის ძირითად ბირთვს ყოფილი აკადემიელები შეადგენენ, ამ ეტაპზე გუნდში 12 მოთამაშე ირიცხება და სასელექციო პროცესი კვლავ გრძელდება.
თბილისის „დინამოს“ შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ცხვედიანი.
წინა ხაზი: თორნიკე მაჭავარიანი, ლაშა-გიორგი ობოლაძე, ალექსანდრე მერზლიაკოვი, ლუკა დიხამინჯია, ცოტნე მესხი, კახაბერ მაღლაკელიძე, თემურ ბოჭორიშვილი, ლაშა ჯიქია, გიორგი ქსოვრელი, გიორგი ამანათიძე, ალექსანდრე ცირეკიძე.
„დინამომ“ კლუბმა უკვე გამართა პირველი ამხანაგური შეხვედრა GIPA-ს წინააღმდეგ და მატჩი ანგარიშით 11:0 მოიგეს.
დინამო თბილისი ოფიციალურ ტურნირებში ასპარეზობას ფუტსალის ლიგა 3-დან დაიწყებს, აღნიშნული გათამაშების ახალი სეზონი მიმდინარე წლის 27 ნოემბრიდან დაიწყება.