„ვსწავლობ და სიამოვნებას ვიღებ“ - MARCA-მ ქოჩორაშვილი სიმბოლურში შეიყვანა
ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში გიორგი ქოჩორაშვილის „კასტელონი“ პირველ ადგილზეა და ლა ლიგა 2-ში აღზევების მთავარი კანდიდატია. ესპანური მედიის ცნობით, 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გუნდში ადგილი დაიმკვიდრა და „კასტელონის“ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.
გიორგიმ, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, გამოცემა Castellonplaza-სთან ისაუბრა.
„მადლობელი ვარ ქომაგებისა და მათი, ვინც კლუბში მიმიღო, რადგან ახალ კლუბში მოსვლა ადვილი არაა, გუნდში თავს კომფორტულად ვგრძნობ. „კასტელონში“ ყოველი სავარჯიშო დღე კონკურენტულია, შესაძლებლობები უნდა დაამტკიცო. ვარჯიშით სიამოვნებას ვიღებ, რადგან ისეთი ფეხბურთელებისგან ვსწავლობ, როგორიც პაბლო ერნანდესია. გამოვიყენებ ყველა შესაძლებლობას, რომ განვვითარდე, პროგრესი ვაჩვენო და გუნდს უმაღლეს დონეზე დავეხმარო“.
ქოჩორაშვილის მიერ ხსენებული პარბლო ერნანდესი „ვალენსიას“ ყოფილი ფეხბურთელია, გასულ სეზონში პრემიერ ლიგის „ლიდსის“ რიგებში გამოდიოდა, ამჟამად კი „კასტელონში“ თამაშობს.
საინტერესოა, რომ ლეგენდარული ესპანელი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე ქოჩორაშვილის კლუბს, „კასტელონს“ ესტუმრა და ფეხბურთელებთან ერთობლივი ფოტო გადაიღო.
ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ საკუთრებაა და რანგით მესამე ლიგის „კასტელონში“ იჯარით თამაშობს. რადიო „მარკას“ ჟურნალისტმა რაფა მაინესმა ქართველი ფეხბურთელი მე-11 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
???? Llega el ???????????????? ???????????????????? del Grupo II #PrimeraFederación
— Rafa Mainez (@Rafa9Mainez) November 7, 2022
???? Haritz Mújika
???? @arnautenas
???? Jorge Mier
????️ @Pelaa61
????️ @RaulGonzaaleez
???? @SalvaRuiz3
???? Kochorashvili
???? @juliogracia35
???? Iker Kortajarena
⭐️ @Miguelete09
⚽️ Dioni Villalba
⚽️ @Urkoizeta9 pic.twitter.com/2ThFN2esIw
გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა. რანგით მესამე ლიგის მეორე ჯგუფში „კასტელონი“ 24 ქულით პირველ ადგილზეა.