ლევან მაისაშვილი, ბორჯღალოსნები
Aa
Aa

„ნაკრები ის ადგილი არა, სადაც შეიძლება ვინმეს თამაში ვაიძულოთ“

„ბორჯღალოსნები“ ნოემბრის პირველ ტესტ მატჩში ურუგვაის შეხვდებიან. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „დინამო არენაზე“ კაპიტნის ვარჯიში ჩაატარა. გარდა ამისა, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გუნდის მედიასთან ისაუბრა. მის კომენტარს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ლევან მაისაშვილი: „გვაქვს ტრავმები, რაც თანმდევი პროცესია და ამის გამო შემადგენლობაში გარკვეული როტაცია მოგვიწია. რამდენიმე მოთამაშის საქმეში ხილვა თავადაც გვსურდა. პირველ თამაშზე ხშირად გვაქვს ხოლმე შეთამაშების პრობლემა. ვეცდებით ეს სტერეოტიპი დავანგრიოთ და მაყურებელს ის თამაში ვაჩვენოთ, რისთვისაც ვემზადებით“.

„ბექა გიგაშვილი დღე-დღეზე ბავშვს ელოდება და ეს მომენტი აუცილებლად უნდა გაგვეთვალისწინებინა. ტრავმა აქვს ჯაფარიძეს. გიორგი მელიქიძე წინა პერიოდში ორჯერ გამოვიძახეთ და ჩემდა სამწუხაროდ ორივეჯერ უარი გვითხრა ჩამოსვლაზე. პირველ შემთხვევაში მიზეზად ოჯახური პრობლემები დასახელდა და ეს ჩემთვის გასაგები იყო, მეორე ჯერზე კი მიზეზი ვერ გავიგე, საქართველოს ნაკრები კი ის ადგილი არ არის, სადაც შეიძლება ვინმეს თამაში ვაიძულოთ“.

„არსებული რესურსიდან გამომდინარე ურუგვაისთან თამაშს ოპტიმალური შემადგენლობით ვიწყებთ. ჩვენთვის სამივე თამაში მნიშვნელოვანია. ნოემბრის კალენდარი და მეტოქეები ძალიან გავს 2023 წლის მსოფლიო თასის მოცემულობას. თუმცა ამ ეტაპზე არც მწვრთნელები და არც მოთამაშეები არ ვფიქრობთ სამოასა და უელსთან მატჩზე და სრულად ვართ კონცენტრირებული ურუგვაიზე“.

საქართველო-ურუგვაის დაპირისპირება 6 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას „დინამო არენა“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტესტ მატჩი - ურუგვაისთან ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია
ტესტ მატჩი - ურუგვაისთან ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია