ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

სიომინი ხვიჩაზე: „შესაძლოა, ერთ დღეს რეალის რიგებში ვიხილოთ“

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ქართველ ფეხბურთელზე დადებითად ილაპარაკა. სიომინი РБ Спорт-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, „კვარა“ ოდესმე „რეალში“ გადავიდეს.

„ამ მომენტისთვის, ხვიჩა ყველაფერს აკეთებს, რათა თავის ოცნებას მიუახლოვდეს. ვფიქრობ, შესაძლებელია, ერთ დღეს მადრიდულ კლუბში ვიხილოთ. მას ნაპოლიში ყველაფერი კარგად აქვს. თამაშობს და გოლები გააქვს, მწვრთნელი კი ენდობა და ეს უმნიშვნელოვანესია“.

ცნობისთვის, დღეს, იტალიელმა სატრანსფერო ექსპერტმა, ნიკოლო სკირამ „კვარაზე“ დაწერა და განაცხადა, რომ მას ევროპული ფეხბურთის გრანდები აკვირდებიან. მისი თქმით, „რეალმა“, „ლივერპულმა“, „ტოტენჰემმა“, „ჩელსიმ“ და „სიტიმ“ ხვიჩას დასაკვირვებლად იტალიაში სკაუტები გაგზავნეს, თუმცა „ნაპოლი“ მის გასხვისებას არ აპირებს და მას საკვანძო ფეხბურთელის სტატუსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ახლახან, ქართველ ფეხბურთელზე „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ბაიერნის“ ყოფილმა მოთამაშემ, ოუენ ჰარგრივზმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „პარტენოპეის“ შემტევი თითქმის იდეალური გარემარბია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MARCA: კვარცხელიას ოცნება რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა
MARCA: კვარცხელიას ოცნება რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა