ბაციაშვილის ბრწყინვალე ასპარეზობა - ქართველი მოჭადრაკე სერბეთის ჩემპიონია
Aa Aa
3 ნოემბერი 2022  |  11:51

ბაციაშვილის ბრწყინვალე ასპარეზობა - ქართველი მოჭადრაკე სერბეთის ჩემპიონია

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრმა, ნინო ბაციაშვილმა სერბეთში დასრულებულ ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა.

ნინო, ყველაზე ძლიერ პირველ დაფაზე ასპარეზობდა და არაჩვეულებრივი შედეგი აჩვენა . ბაციაშვილმა 11 შეხვედრა გამართა, საიდანაც 10 პარტია მოიგო და მხოლოდ ერთი დაასრულა ყაიმით.

ამასთანავე ქართველმა მოჭადრაკემ საკუთარ რეიტინგს 22 ქულა შემატა და თავისი გუნდის გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა.

შეგახსენებთ,რომ ქართველი მოჭადრაკე ბელგრადის რადის ღირსებას იცავდა. ბაციაშვილის თანაგუნდელები კი სერბები  მარია მანაკოვა, სტეფანა მილუტინოვიჩი, ტეოდორა რაკიჩი და რუმინელი ირინა ბულმაგა იყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
60 წელი ისტორიული თარიღიდან - ნონა გაფრინდაშვილს სიმბოლურად კვარას მაისური აჩუქეს
60 წელი ისტორიული თარიღიდან - ნონა გაფრინდაშვილს სიმბოლურად კვარას მაისური აჩუქეს