იგორ ტუდორი, შანსელ მბემბა
Aa
Aa

მარსელის ფეხბურთელი: „არ ვიცოდით, ფრის შემთხვევაში ევროპა ლიგაზე თუ გავდიოდით“

„მარსელის“ ფეხბურთელმა, შანსელ მბემბამ „ტოტენჰემთან“ გამართულ მატჩზე ისაუბრა და გააკეთა განცხადება, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მბემბას თქმით, მისმა თანაგუნდელებმა შეცდომა დაუშვეს და სატურნირო ცხრილში შექმნილ ვითარებაში ბოლომდე გარკვეული არ იყვნენ.

„მოედანზე მყოფმა ფეხბურთელებმა არ იცოდნენ, რომ ფრის შემთხვევაში, ევროპა ლიგაზე გავიდოდით. სათადარიგოთა სკამზე ამის შესახებ ინფორმაცია გვქონდა, მაგრამ მოედანზე მყოფებმა არაფერი იცოდნენ. განრისხებული ვართ, ეს რომ მოხდა, მაგრამ არაფერი ვიცოდით და ეს ჩვენი შეცდომაა“.

სხვათა შორის, მატჩის შემდეგ, მომხდარზე „მარსელის“ თავკაცმა, იგორ ტუდორმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებამდე ინფორმაცია სტადიონზე არსებული ხმაურის გამო ვერ მიიტანა. ტუდორის თქმით, შედეგი პრობლემა არაა, მაგრამ კარგი იქნებოდა, ყველა ფეხბურთელი შეტევაში არ წასულიყო.

შეგახსენებთ, რომ „მარსელმა“ „ტოტენჰემთან“ 1:2 წააგო. ფრანგულმა კლუბმა მეორე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვა და მისი კარი 95-ე წუთზე დალაშქრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს არ იყო უბრალო შეხება, პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა“ - ყოფილი მსაჯი კვარა-კონატეს ეპიზოდზე
„ეს არ იყო უბრალო შეხება, პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა“ - ყოფილი მსაჯი კვარა-კონატეს ეპიზოდზე