ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ამ თამაშს მარტო ხვიჩას გამო ვუყურებ“ - რა თქვეს ლივერპულის ქომაგებმა კვარაზე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდა. „წითლებმა“ 2:0 იმარჯვეს და როგორც Liverpool Echo წერს, ქართველმა ფეხბურთელმა „ენფილდზე“ შეკრებილ გულშემატკივრებს აჩვენა, მარცხენა ფლანგზე რის გაკეთება შეუძლია. „კვარამ“ მერსისაიდელებზე შთაბეჭდილება მოახდინა და ამას მატჩის შემდეგ, სოციალურ ქსელებში, ბრიტანელთა მიერ გამოქვეყნებული პოსტებიც მოწმობს.

„კვარაცხელია მაგარი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლის შორს გასვლა შეუძლია. მათი ახალგაზრდა და აღმაფრთოვანებელი ფეხბურთელები მახსენებენ იმ ლივერპულს, რომელიც კლოპის ეპოქის დასაწყისისას იყო“.

„ვიცი, რომ ლივერპული ჯგუფიდან გასულია და ამ თამაშს მარტო კვარაცხელიას გამო ვუყურებ“.

„ლივერპულმა ხვიჩა კვარაცხელია, რაც შეიძლება მალე უნდა შეიძინოს“.

„ესაა თამაში, რომელმაც ლივერპულს კვარაცხელიას გაფორმება აიძულა“.

„მინდა, „ხვიჩა კვარაცხელია“ სკაუზერული აქცენტით მოვისმინო“.

„ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელია, მაგრამ ნაპოლისგან მის შეძენაზე საუბარი? ჭკუიდან შეიშალეთ? მათ გიჟი პრეზიდენტი ჰყავთ და მის სანაცვლოდ არარეალურ თანხას მოითხოვენ“.

„ზუსტად არ ვიცი, მისი სახელი როგორ უნდა წარმოვთქვა, მაგრამ ღმერთო ჩემო, კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელი გახდება. გამიხარდება, ლივერპული თუ შეიძენს“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ლივერპულის“ წინააღმდეგ სასტარტოში ითამაშა, 83-ე წუთზე შეცვალეს. იტალიურმა კლუბმა გოლები მისი მოედნიდან გასვლის შემდეგ გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლივერპულის წითელმა ფერმა დაჩრდილა“ - Corrieredellosport-ი ხვიჩაზე
„ლივერპულის წითელმა ფერმა დაჩრდილა“ - Corrieredellosport-ი ხვიჩაზე