ნიკოლოზ ბასილაშვილი, პარიზის მასტერსი, ქუენტინ ალისი
Aa
Aa

პარიზის მასტერსი - ბასილაშვილმა ჰალისი დაამარცხა

საჩოგბურთო სამყაროში პარიზის მასტერსი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ნიკოლოზ ბასილაშვილიც იღებს.

პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი ქუენტინ ჰალისს დაუპირისპირდა და საკმაოდ მძიმე ბრძოლაში, ორ სეტში 6:3 6:4 დაამარცხა და წარუმატებელი სერია დაასრულა. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად ნიკოლოზმა სწორედ ფრანგი ჩოგბურთელის წინააღმდეგ უიმბლდონზე გაიმარჯვა.

ასევე შეგახსენებთ, მეცის ტურნირზე საქართველოს პირველმა ნომერმა ბერგსი დაამარცხა, თუმცა თამაშით არა. ბელგიელმა ჩოგბურთელმა ტრავმა მიიღო და მატჩი ნაადრევად შეწყვიტა.

რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, პირველ სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, თუმცა მე-6 გეიმში ბასილაშვილი ბრეიკი შეასრულა, კომფორტული უპირატესობა შეიქმნა და სეტი მოიგო.

მეორე სეტიც მსგავსი სცენარით წარიმართა. ამჯერად ნიკოლოზმა ბრეიკი მე-7 გეიმში შეასრულა და თავის ჩაწოდებაზე პრობლემები აღარ ჰქონია. მომდევნო მატჩს ქართველი ჩოგბურთელი ჩილიჩსა და მუსეტის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მან ქართველი ხალხი გააერთიანა“ - რას წერს იტალიური სააგენტო კვარაზე და საქართველოზე
„მან ქართველი ხალხი გააერთიანა“ - რას წერს იტალიური სააგენტო კვარაზე და საქართველოზე