Aa Aa
16 ივნისი 2015  |  16:12

„მანჩესტერი“ და „ჩელსი“ ვიტსელის შესაძენად იბრძოლებენ

„Gazzetta dello Sport”-ის ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ნახევარმცველი აქსელ ვიტსელი, ინგლისური კლუბების, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ლონდონის „ჩელსის“ ინტერესთა სფეროში მოექცა.

როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, მანჩესტერელები ბელგიელ ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდნენ, თუმცა რა შედეგი გამოიღო საუბარმა, ჯერ-ჯერობით უცნობია. მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში ვიტსელს „ჩელსის“ წარმომადგენლებიც შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელით ტურინის „იუვენტუსიც“ აქტიურად ინტერესდება. „ბიანკონერი“ მზადაა ვიტსელის სანაცვლოდ "ზენიტს" 22 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა ინგლისური გრანდების სახით, ტურინელებს სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდათ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები