ბექა დარცმელია
Aa
Aa

დარცმელიას ულამაზესი გოლი - ჯეტსმა მეორე მატჩიც მოიგო

ავსტრალიის A ლიგაში ქართველი ლეგიონერების „ნიუქასლ ჯეტსმა“ მეორე შეხვედრა გამართა და „ვილინგტონს“ 3:1 მოუგო.

ბექა მიქელთაძეს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება ბექა დარცმელიას, ის სასტარტოში იყო და ულამაზესი გოლის გატანაც შეძლო. იქამდე კი მე-4 წუთზე ანგარიში მისი საგოლე პასით გაიხსნა.

მე-16 წუთზე თანაგუნდელთან კედელი გაითამაშა და მოხდენილი დარტყმით ბურთი პირდაპირ ცხრიანში გაახვია.

დარცმელია მეორე ტაიმში 64-ე წუთზე შეცვალეს. იმ მომენტისთვის ანგარიში უკვე 3:1 იყო.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში „ჯეტსმა“ მიქელთაძის გოლით მოიგო, რომელმაც თავის გუნდს 94-ე წუთზე გატანილი გოლით მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას მსურველთა სიას ჩელსიც შეემატა - რა გეგმები აქვს ნაპოლის
ხვიჩას მსურველთა სიას ჩელსიც შეემატა - რა გეგმები აქვს ნაპოლის