ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

„სასამართლოს გადაწყვეტილება გახლავთ შემდეგი  – ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში, სისხლის სამართლის კოდექსის  საუბარი 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდზე კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით საუბარია 2019 წლის პირველი აპრილის ეპიზოდზე და სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით საუბარია 2020 წლის 26 მაისის ეპიზოდზე. გაუქმდეს 2020 წლის 24 მაისის განჩინებით ბასილაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს ფულადი თანხა“, – აღნიშნა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. იმავე წლის 24 მაისს კი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მომზადებულია 1tv.ge-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი აღმომჩენი ხელფასის მომატებას იმსახურებს“ - HITC-მა მამარდაზე დაწერა
„მისი აღმომჩენი ხელფასის მომატებას იმსახურებს“ - HITC-მა მამარდაზე დაწერა