თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თუშიმ რინერს მოუგო
თუშიმ რინერს მოუგო
რონალდუ გააკრიტიკეს
რონალდუ გააკრიტიკეს
ინძაგიმ კვარა შეაქო
ინძაგიმ კვარა შეაქო
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
აზარი და One Love
აზარი და One Love
ბითაძის 15 წუთი
ბითაძის 15 წუთი
7-0 - ესპანეთმა იფრინა
7-0 - ესპანეთმა იფრინა
მორიგი სენსაცია
მორიგი სენსაცია
დანია ფიფას ტოვებს?
დანია ფიფას ტოვებს?
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია
გუარდიოლა სიტიში დარჩა
გუარდიოლა სიტიში დარჩა
ანრის რეკორდი გაიმეორა
ანრის რეკორდი გაიმეორა
რონალდუ წავიდა
რონალდუ წავიდა
მესის მატჩისშემდგომი კომენტარი
მესის მატჩისშემდგომი კომენტარი
დიდი სენსაცია!
დიდი სენსაცია!
ახალი რეკორდი
ახალი რეკორდი
მესი მზად არის
მესი მზად არის
One Love სამკლავური მუნდიალზე არ იქნება
One Love სამკლავური მუნდიალზე არ იქნება
ეკვადორმა კატარს მოუგო
ეკვადორმა კატარს მოუგო
მამუ: „ზაზა ჩემთვის დიდი ძმასავითაა, 1 vs 1-ზე 11:0-ს მოვუგებ“
Aa Aa
30 სექტემბერი 2022  |  23:25

მამუ: „ზაზა ჩემთვის დიდი ძმასავითაა, 1 vs 1-ზე 11:0-ს მოვუგებ“

„მილუოკი ბაქსის“ ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა ამერიკელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. „მამუ“ წინასასეზონო ეტაპისთვის ემზადება და განაცხადა, რომ ევრობასკეტის წყალობით, მომატებული აქვს.

ზაზა ფაჩულიაზე

„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ბავშვობაში ზაზას გულშემატკივარი ვიყავი. როცა მონტვერდის აკადემიაში გადავედი, დამიკავშირდა და გოლდენ სტეიტის თამაშზე დამპატიჟა. მას შემდეგ, ოჯახური ურთიერთობა გვაქვს. ყოველ კვირა ვურეკავ ან ვწერ. რჩევებსა და თავის მოსაზრებებს მიზიარებს თუ როგორ ვთამაშობ, რაში შემიძლია, მოვუმატო და უკეთესი პროფესიონალი როგორ ვიყო. ის ჩემთვის დიდი ძმასავითაა და მხარს სულ მიჭერს“.

საკალათბურთო სეზონზე

„ახალგაზრდა ბიჭი ვარ და კალათბურთის თამაში მიყვარს. დასვენება არ მჭირდება. მინდა, აქ ჩემი თავი დავიმკვიდრო და ყველას ვაჩვენო, რომ ზაფხულში მოვუმატე. პირველი დღეები შესანიშნავი იყო. ერთმანეთის წინააღმდეგ ვთამაშობთ და ახალ-ახალ კომბინაციებს ვსწავლობთ“.

მილუოკი ბაქსზე და გუნდში თავის დამკვიდრებაზე

„ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო და აქ დღეში 2-3-ჯერ მოვდივარ. ჩემს ორგანიზმზე ვმუშაობ და ველოდები, ჩემი შანსი როდის მოვა. ღრმა და ძლიერი გუნდი გვყავს, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და ერთმანეთზე ვზრუნავთ. ახალგაზრდა ბიჭი ვარ, როცა შანსს მივიღებ, ყველაფერს გავაკეთებ და თუ შანსი არ მომეცემა, თავდაუზოგავად მუშაობას გავაგრძელებ“.

ევროპულ კალათბურთზე

„ევროპული კალათბურთი NBA-სგან განსხვავდება და იქ ბევრი სივრცე არ გაქვს. ზოგჯერ შედარებით ნელიც არის და სამწამიანის წესს ხშირად ყურადღებას არ აქცევენ. ვფიქრობ, ჩემთვის ეს კარგი გამოცდილება იყო, რადგან, როგორც ევროპულ, ისე აქაურ კალათბურთზე ვიმუშავე“.

დაცვაში თამაშზე

„ამ ზაფხულს იმდენი ვითამაშე და ისეთი დონის მეტოქეების წინააღმდეგ ვიასპარეზე, რომ პროგრესს ნამდვილად მივაღწიე. ვიცი, რომ ეს კომპონენტი გასაუმჯობესებელი მქონდა და ვფიქრობ, ეს ზაფხული ძალიან დამეხმარა“.

ზაზასთან 1 vs 1-ზე თამაშზე

„ზაზამ იცის, რომ ჩემთან შანსი არ აქვს და 11:0-ს მოვუგებ. ზოგჯერ მეუბნება, რაში უნდა მოვუმატო, მაგრამ ჩემთან მუშაობა არ უნდა უნდოდეს. იმედი მაქვს, ამას უყურებს“.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს, სანდროს „მილუოკი“ წინასასეზონო ეტაპის შეხვედრას გამართავს და „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
ოთარ კაკაბაძის მაგარი საგოლე გადაცემა - კრაკოვიამ წარუმატებელი სერია შეწყვიტა
ოთარ კაკაბაძის მაგარი საგოლე გადაცემა - კრაკოვიამ წარუმატებელი სერია შეწყვიტა